---
title: "მუხლი 703. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველებისაგან — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/703"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "703"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 703. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველებისაგან — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 703 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/703

ტვირთის დაკარგვის, დაზიანების ან გადაზიდვის ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები, შეგებებული სარჩელის ან შეცილების წარდგენის გარდა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პირველი, ბოლო ან იმ გადამზიდველის მიმართ, რომლის მიერ გადაზიდვისას დაიკარგა, დაზიანდა ტვირთი ან გადაცილებულ იქნა ტვირთის ჩაბარების ვადა; ერთი და იგივე სარჩელი შეიძლება წარედგინოს რამდენიმე გადამზიდველს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/702.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/704.md
