---
title: "მუხლი 704. რეგრესის უფლება ზიანის ანაზღაურებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/704"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "704"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 704. რეგრესის უფლება ზიანის ანაზღაურებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 704 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/704

თუ ამ თავის მიხედვით გადამზიდველმა უკვე აანაზღაურა ზიანი, მას აქვს უკუმოთხოვნის უფლება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების გამომწვევმა გადამზიდველმა მარტომ უნდა აანაზღაუროს მის მიერ ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ ასანაზღაურებელი ზიანი; ბ) თუ ტვირთის დაკარგვა ან მისი დაზიანება გამოწვეულია ორი ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ, თითოეულმა უნდა აანაზღაუროს პასუხისმგებლობის წილის შესაბამისი თანხა; თუკი ამის დადგენა შეუძლებელია, მაშინ თითოეული პასუხს აგებს მიღებულ გადაზიდვის საზღაურში მათი წილის პროპორციულად; გ) როცა შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ გადამზიდველს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული პროპორციის მიხედვით უნდა გადაიხადოს ყველა გადამზიდველმა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/703.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/705.md
