---
title: "მუხლი 706. შედავება განხორციელებული რეგრესის უფლების გამო — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/706"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "706"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 706. შედავება განხორციელებული რეგრესის უფლების გამო — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 706 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/706

გადამზიდველმა, რომლის მიმართაც 704-ე და 705-ე მუხლების თანახმად განხორციელდა უკუმოთხოვნა, არ შეიძლება საცილო გახადოს, რომ უკუმოთხოვნის განმახორციელებელმა გადამზიდველმა უსაფუძვლოდ გადაიხადა თანხა, თუკი გადაწყვეტილება გადახდის შესახებ მიღებულია სასამართლოს მიერ და თუ ეს გადამზიდველი ამ სასამართლო პროცესის შესახებ სათანადოდ იქნა გაფრთხილებული და შეეძლო კიდეც მიეღო მონაწილეობა ამ პროცესში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/705.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/707.md
