---
title: "მუხლი 708. კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების ბათილობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/708"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "708"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 708. კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების ბათილობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 708 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/708

1. 707-ე მუხლში მოცემული წესების გარდა ყოველი შეთანხმება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არ შეესაბამება ამ თავის წესებს, ბათილია. ასეთი შეთანხმებების ბათილობა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების სხვა დებულებათა ბათილობას.

2. ბათილია ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს, და ყოველი სხვა მსგავსი შეთანხმება, რომლითაც მტკიცების ტვირთი სხვა პირზე იქნება გადატანილი. თავი მეცამეტე დავალება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/707.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/709.md
