---
title: "მუხლი 712. მარწმუნებლის მითითებიდან გადახვევა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/712"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "712"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 712. მარწმუნებლის მითითებიდან გადახვევა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 712 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/712

1. რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები.

2. რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ, გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. რწმუნებული მოვალეა მითითებებისაგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე.

3. თუ რწმუნებულის მიერ მითითებების შესრულებამ შეიძლება მარწმუნებელს მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი, მას შეეძლება მითითებების შესრულება მხოლოდ მაშინ, როცა აცნობებს მარწმუნებელს ზიანის თაობაზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი არ შეცვლის თავის მითითებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/711.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/713.md
