---
title: "მუხლი 714. საიდუმლოების შენახვის ვალდებულება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/714"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "714"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 714. საიდუმლოების შენახვის ვალდებულება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 714 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/714

1. რწმუნებული მოვალეა არ გაახმაუროს თავისი საქმიანობის ფარგლებში მისთვის ცნობილი ფაქტები, რომელთა საიდუმლოდ შენახვითაც მარწმუნებელი მართლზომიერადაა დაინტერესებული, თუკი კანონის საფუძველზე არ არსებობს საიდუმლოების გამჟღავნების მოვალეობა, ან მარწმუნებელი ნებას არ დართავს რწმუნებულს გაამჟღავნოს იგი.

2. ფაქტების გაუხმაურებლობის მოვალეობა არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.20

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/713.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/715.md
