---
title: "მუხლი 718. ბრალის გარეშე დამდგარი ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/718"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "718"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 718. ბრალის გარეშე დამდგარი ზიანის ანაზღაურება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 718 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/718

1. მარწმუნებელი მოვალეა აანაზღაუროს მისი ბრალის გარეშე დამდგარი ზიანიც, რომელიც წარმოეშვა რწმუნებულს დავალებული მოქმედების შესრულებისას, თუ ზიანი დადგა დავალებული მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საფრთხის შედეგად მარწმუნებლის მითითების გამო.

2. პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნა არ არსებობს, თუ დამდგარი ზიანი გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს, ან თუ ზიანი გამოწვეულია რწმუნებულის მოქმედებით. თუ სადავო გახდება გასამრჯელოთი ზიანის დაფარვა, მაშინ მტკიცების მოვალეობა ეკისრება რწმუნებულს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/717.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/719.md
