---
title: "მუხლი 722. რწმუნებულის გარდაცვალების შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/722"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "722"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 722. რწმუნებულის გარდაცვალების შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 722 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/722

1. ხელშეკრულება წყდება რწმუნებულის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან სხვა რამ არ გამომდინარეობს მინდობილობის შინაარსიდან.

2. რწმუნებულის სიკვდილის შემთხვევაში მისი მემკვიდრეები ვალდებულნი არიან აცნობონ მარწმუნებელს ამის შესახებ და მიიღონ აუცილებელი ზომები მარწმუნებლის ინტერესების დასაცავად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/721.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/723.md
