---
title: "მუხლი 735. ექსპედიციის დაზღვევის ხელშეკრულება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/735"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "735"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 735. ექსპედიციის დაზღვევის ხელშეკრულება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 735 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/735

თუ შემკვეთი აშკარად არ გამოთქვამს უარს წერილობით, ექსპედიტორი მოვალეა შემკვეთის ხარჯზე დააზღვიოს ის ზიანი, რომელიც შეკვეთის შესრულებისას ექსპედიტორის მოქმედებით შემკვეთს შეიძლება მიადგეს. ექსპედიტორმა უნდა აცნობოს შემკვეთს, თუ ვისთან დადო ექსპედიიცის დაზღვევის ხელშეკრულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/734.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/736.md
