---
title: "მუხლი 738. ტვირთის მდგომარეობის შემოწმების შეუძლებლობა მისი მიღებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/738"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "738"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 738. ტვირთის მდგომარეობის შემოწმების შეუძლებლობა მისი მიღებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 738 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/738

თუ შეუძლებელია ტვირთის მდგომარეობის შემოწმება მხარეების თანდასწრებით, მაშინ, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ტვირთის მიღება ჩაითვლება იმის დასტურად, რომ ტვირთი მიღებულ იქნა დანაკლისისა და დაზიანების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმღები ტვირთის ჩამბარებელ პირს მიუთითებს ზიანის ზოგად ხასიათზე. თუ საქმე ეხება აშკარა დანაკლისს ან დაზიანებას, ამის შესახებ უნდა მიეთითოს ტვირთის მიღებისთანავე, ხოლო თუკი საქმე არ ეხება ასეთ დანაკლისს ან დაზიანებას, – ტვირთის მიღების დღიდან არა უგვიანეს სამი დღისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/737.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/739.md
