---
title: "მუხლი 745. მაკლერის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/745"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "745"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 745. მაკლერის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 745 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/745

1. მაკლერის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ მომსახურებისათვის, რომელიც არ შედის საშუამავლო საქმიანობაში, გასამრჯელო შეიძლება შეთანხმებულ იქნეს იმისაგან დამოუკიდებლად, დაიდება თუ არა ხელშეკრულება.

2. მაკლერს 744-ე მუხლის მიხედვით არ შეუძლია დათქვას ავანსი ან მიიღოს იგი.

3. მაკლერს ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ მაშინ, თუ ეს შეთანხმებული იყო. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა ხელშეკრულება ვერ დაიდო. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გათვალისწინებულია ანაზღაურება იმ ხარჯებისა, რომლებიც არ არის საჭირო საშუამავლო ხელშეკრულების განხორციელებისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/744.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/746.md
