---
title: "მუხლი 746. ექსკლუზიური დავალება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/746"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "746"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 746. ექსკლუზიური დავალება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 746 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/746

1. თუ შემკვეთმა განსაზღვრული დროის განმავლობაში უარი უნდა თქვას სხვა მაკლერის გამოყენებაზე (ექსკლუზიური დავალება), მაშინ მაკლერი ვალდებულია ამ დროის მანძილზე ხელი შეუწყოს ხელშეკრულების დადებას. თუ შემკვეთი მოქმედებს პირველ წინადადებაში აღნიშნული ვალდებულების საწინააღმდეგოდ, მაშინ მაკლერს შეუძლია – თუ ხელშეკრულება დადებულია სხვა მაკლერის გამოყენებით – მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ზიანის ანაზღაურების ერთიანი თანხა ზიანის არსებობის დამტკიცების მიხედვით. ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ფასის ორ პროცენტს, თუ ხელშეკრულება მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შუამავლობაზე.

2. შემკვეთი უფლებამოსილია ხელშეკრულება დადოს მესამე პირთან მაკლერის გამოუყენებლადაც. ამავე დროს შეიძლება შეთანხმება, რომ შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი გასამრჯელო მაშინაც, როცა იგი ხელშეკრულებას დებს მაკლერის გამოუყენებლად. გასამრჯელო არ შეიძლება აღემატებოდეს ხელშეკრულების ფასის ორ პროცენტს, თუ ხელშეკრულება მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შუამავლობაზე.

3. შემკვეთის საზიანოდ დადებული ამ წესებისაგან განსხვავებული შეთანხმება ბათილია.

4. შეთანხმება ექსკლუზიური დავალების შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/745.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/747.md
