---
title: "მუხლი 747. საშუამავლო ხელშეკრულების მოშლა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/747"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "747"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 747. საშუამავლო ხელშეკრულების მოშლა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 747 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/747

1. საშუამავლო ხელშეკრულება შეიძლება ნებისმიერ დროს მოიშალოს რაიმე ვადის დაუცველად, თუკი ხელშეკრულების ვადა არ იყო განსაზღვრული.

2. ექსკლუზიური დავალება შეიძლება მოიშალოს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლით. ექვსი თვის გასვლის შემდეგ იგი შეიძლება ნებისმიერ დროს მოიშალოს.

3. ხელშეკრულების მოშლის უფლება შეიძლება დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მაშინაც, როცა გასულია ექვს თვეზე მეტი დრო, მაგრამ ამას მოითხოვს შუამავლობით დასადები ხელშეკრულების სახისა და საგნის თავისებურებანი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/746.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/748.md
