---
title: "მუხლი 750. გასამრჯელოს მიღების დაუშვებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/750"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "750"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 750. გასამრჯელოს მიღების დაუშვებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 750 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/750

1. საბინაო მაკლერის მოთხოვნა გასამრჯელოს მიღების ან დანახარჯების ანაზღაურების შესახებ დაუშვებელია მაშინ, როცა: ა) ქირავნობის ხელშეკრულებით იმავე ბინაზე გრძელდება უკვე არსებული ქირავნობის ურთიერთობა, ან იგი სხვაგვარად იქნება შეცვლილი; ბ) იდება ქირავნობის ხელშეკრულება საბინაო ფართზე, რომლის მართვასაც ახორციელებს საბინაო მაკლერი.

2. შემკვეთის საზიანოდ დადებული შეთანხმება ბათილია. III. შუამავლობა სესხებისას

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/749.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/751.md
