---
title: "მუხლი 756. ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/756"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "756"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 756. ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 756 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/756

1. ჯილდოს საჯაროდ დაპირება შეიძლება გაუქმდეს გამოცხადებული მოქმედების შესრულებამდე. ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ იგი ცნობილი გახდება იმავე საშუალებით, რითაც ჯილდოს საჯაროდ დაპირება ან სპეციალური შეტყობინების მეშვეობით.

2. ჯილდოს საჯაროდ დაპირება შეიძლება შეიცავდეს მითითებას მის გაუქმებაზე უარის შესახებ; საეჭვოობისას ივარაუდება, რომ დაპირება გაუქმებულია, თუ მოქმედება არ განხორციელებულა დათქმულ ვადამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/755.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/757.md
