---
title: "მუხლი 757. მოქმედების შესრულება რამდენიმე პირის მიერ — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/757"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "757"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 757. მოქმედების შესრულება რამდენიმე პირის მიერ — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 757 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/757

1. თუ მოქმედება, რომლისთვისაც დაწესებულია ჯილდო, შეასრულა რამდენიმე პირმა, მაშინ დაჯილდოვდება ის, ვინც პირველმა შეასრულა ეს მოქმედება.

2. თუ მოქმედება ერთდროულად შეასრულა რამდენიმე პირმა, მაშინ თითოეული შემსრულებელი დაჯილდოვდება თანაბარწილად. თუკი ჯილდო თავისი თვისებების გამო არ შეიძლება გაიყოს, ან – საჯარო დაპირების შინაარსის მიხედვით – მხოლოდ ერთმა უნდა მიიღოს იგი, მაშინ ჯილდოს გადაცემის საკითხი გადაწყდება წილისყრით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/756.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/758.md
