---
title: "მუხლი 760. კონკურსში გამარჯვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/760"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "760"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 760. კონკურსში გამარჯვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 760 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/760

გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, უპასუხებს თუ არა კონკურსის პირობებს დათქმულ ვადაში წარდგენილი სამუშაო, ან რამდენიმედან რომელია უკეთესი, იღებს კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში მითითებული პირი, ხოლო თუ ასეთი რამ არ არის აღნიშნული, – კონკურსის გამომცხადებელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/759.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/761.md
