---
title: "მუხლი 766. მესამე პირისათვის ნივთის გადაცემის დაუშვებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/766"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "766"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 766. მესამე პირისათვის ნივთის გადაცემის დაუშვებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 766 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/766

1. შემნახველს არა აქვს უფლება ნივთი შესანახად გადასცეს მესამე პირს მიმბარებლის თანხმობის გარეშე.

2. თუ მესამე პირისათვის შესანახად გადაცემა თანხმობით მოხდა, მაშინ შემნახველი პასუხს აგებს მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის მესამე პირის ან შენახვის ადგილის არჩევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/765.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/767.md
