---
title: "მუხლი 777. გვაროვნული ნივთის მიბარების თავისებურებანი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/777"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "777"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 777. გვაროვნული ნივთის მიბარების თავისებურებანი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 777 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/777

1. თუ გვაროვნული ნივთი მიბარებულია ისე, რომ საკუთრება შემნახველზე უნდა გადავიდეს, ხოლო შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, მაშინ გამოიყენება სესხის ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები.

2. ფასიანი ქაღალდების მიბარებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეთანხმება ნამდვილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ იყო გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/776.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/778.md
