---
title: "მუხლი 778. სასტუმროში მიბარების თავისებურებანი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/778"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "778"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 778. სასტუმროში მიბარების თავისებურებანი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 778 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/778

სასტუმრო, სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი პასუხს აგებენ იმ ზიანისათვის, რომელიც მიადგა სტუმარს იმ ქონების დაკარგვით, განადგურებით ან დაზიანებით, რომელიც მას თან ჰქონდა. ეს წესი არ გამოიყენება ფულისა და ძვირფასეულობის მიმართ, თუ ისინი საგანგებოდ არ ყოფილა ჩაბარებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/777.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/779.md
