---
title: "მუხლი 784. შეტყობინების ვალდებულება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/784"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "784"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 784. შეტყობინების ვალდებულება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 784 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/784

შემნახველი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმბარებელს, თუ იგი შესანახად მიბარებულ საქონელს გადაიტანს სხვა საწყობში, ან თუ აღმოაჩენს, რომ საქონლის თვისებები შეიცვალა ანდა არსებობს მისი შეცვლის საშიშროება. მან ეს უნდა შეატყობინოს სასაწყობო მოწმობის მისთვის ცნობილ ბოლო მფლობელს. ამ მოვალეობის შეუსრულებლობისას იგი ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/783.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/785.md
