---
title: "მუხლი 789. სასაწყობო მოწყობის რეკვიზიტები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/789"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "789"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 789. სასაწყობო მოწყობის რეკვიზიტები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 789 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/789

1. სასაწყობო მოწმობაში უნდა აღინიშნოს: ა) სასაწყობო მოწმობის გაცემის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი; ბ) მხარეთა ვინაობა და მისამართი; გ) შენახვის ადგილი; დ) საქონლის შენახვის წესი; ე) შესანახი საქონლის აღწერა (ოდენობა, ზომა ან წონა) და ხარისხი; საქონლის შეფუთვისას – შეფუთვის აღწერა; ვ) შენახვის საზღაურისა და სხვა აუცილებელი ხარჯების ოდენობა; ზ. თუ შესანახი საქონელი დაზღვეულ უნდა იქნეს, მაშინ – სადაზღვევო თანხა; თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ი) შემნახველის ხელმოწერა, დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით.

2. თუ ამ მუხლში დასახელებული პირობები სრულად არ არის ასახული სასაწყობო მოწმობაში, ეს მხარეებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. მხარეებს უფლება აქვთ სასაწყობო მოწმობაში შეიტანონ სხვა პირობებიც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/788.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/790.md
