---
title: "მუხლი 792. პასუხისმგებლობა ინდოსირებული სასაწყობო მოწმობისათვის — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/792"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "792"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 792. პასუხისმგებლობა ინდოსირებული სასაწყობო მოწმობისათვის — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 792 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/792

1. თუ სასაწყობო მოწმობა გაცემულია ინდოსამენტის მეშვეობით, მაშინ შემნახველი პასუხს აგებს ამ მოწმობის მფლობელის წინაშე მასში მითითებული პირობების სისწორისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოწმობაში აშკარად არის მითითებული, რომ ეს მონაცემები ეფუძნება მიმბარებლის ან მესამე პირის ინფორმაციას.

2. თუ შემნახველმა იცოდა, რომ მონაცემები არასწორია, მაშინ იგი პასუხს აგებს იმ შემთხვევაშიც, თუ მან გააკეთა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მითითება.

3. შერეული შენახვისას შემნახველს არა აქვს უფლება გააკეთოს პირველ ნაწილში აღნიშნული მითითება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/791.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/793.md
