---
title: "მუხლი 793. ინდოსამენტის სისწორის პრეზუმფცია — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/793"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "793"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 793. ინდოსამენტის სისწორის პრეზუმფცია — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 793 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/793

1. შემნახველი, რომელმაც გასცა საორდერო სასაწყობო მოწმობა, ვალდებულია შესანახად მიბარებული საქონელი დაბრუნებისას გადასცეს მხოლოდ სასაწყობო მოწმობის კანონიერ მფლობელს.

2. თუ გაცემულია საგირავნო სასაწყობო მოწმობა, მაშინ შემნახველმა უნდა მოითხოვოს მისი დაბრუნება.

3. შემნახველი არ არის ვალდებული შეამოწმოს ინდოსამენტის სისწორე. გადაცემა დასტურდება სასაწყობო მოწმობაზე სათანადო წარწერით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/792.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/794.md
