---
title: "მუხლი 794. სასაწყობო მოწმობის დაკარგვა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/794"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "794"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 794. სასაწყობო მოწმობის დაკარგვა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 794 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/794

1. სასაწყობო ან საგირავნო მოწმობის დაკარგვისას ან მოსპობისას მის კანონიერ მფლობელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დაკარგული დოკუმენტის ბათილად ცნობა და მის ნაცვლად ახალი მოწმობის გაცემა. სასამართლო განცხადებას განიხილავს განსაკუთრებული წარმოების წესით.

2. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შემნახველი ხელახლა გასცემს სასაწყობო ან საგირავნო მოწმობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/793.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/795.md
