---
title: "მუხლი 795. მიბარებული საქონლის დაგირავება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/795"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "795"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 795. მიბარებული საქონლის დაგირავება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 795 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/795

1. სასაქონლო საწყობში შესანახად ჩაბარებული საქონლის დასაგირავებლად მესაკუთრემ საგირავნო მოწმობაზე უნდა გააკეთოს სპეციალური წარწერა (ინდოსამენტი) და ისე გადასცეს დაინტერესებულ პირს.

2. ინდოსამენტი უნდა ითვალისწინებდეს მიმბარებლის, კრედიტორის ვინაობასა და ვალდებულების მოცულობას.

3. კრედიტორისათვის საგირავნო მოწმობის გადაცემის თაობაზე ეცნობება შემნახველს, რომელიც გააკეთებს სათანადო აღნიშვნას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/794.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/796.md
