---
title: "მუხლი 798. დამატებითი ვადის დანიშვნა საქონლის მიღებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/798"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "798"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 798. დამატებითი ვადის დანიშვნა საქონლის მიღებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 798 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/798

1. თუ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ სასაწყობო მოწმობის მფლობელი თავს არიდებს საწყობიდან საქონლის წაღებას, შემნახველმა უნდა დაუნიშნოს მას საქონლის წაღების დამატებითი ორკვირიანი ვადა; თუკი მოწმობის მფლობელი ამ ვადაშიც არ წაიღებს საქონელს, შემნახველს უფლება აქვს გაყიდოს იგი.

2. საქონლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა შემნახველისათვის კუთვნილი ხარჯების გამოკლებით გადაეცემა სასაწყობო მოწმობის მფლობელს. თავი მეოცე დაზღვევა I. ზოგადი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/797.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/799.md
