---
title: "მუხლი 802. სადაზღვევო მოწმობა (პოლისი) — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/802"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "802"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 802. სადაზღვევო მოწმობა (პოლისი) — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 802 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/802

1. მზღვეველი ვალდებულია დამზღვევს ჩააბაროს მატერიალურად ან ელექტრონულად ხელმოწერილი დოკუმენტი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)). ამასთანავე, მზღვეველის მიერ გაცემული ელექტრონული დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული  შტამპით.  დასაშვებია  მზღვეველის მიერ დამზღვევისთვის  სადაზღვევო  მოწმობის (პოლისის) ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარება.

2. სადაზღვევო მოწმობა უნდა შეიცავდეს: ა) ხე ლშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან იურიდიულ მისამართს); ბ) დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას; გ) სადაზღვევო რისკის განსაზღვრას; დ) დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას; ე) სადაზღვევო თანხის ოდენობას; ვ) სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.

3. თუ დაზღვევის საგანს წარმოადგენს პირის სიცოცხლე, მაშინ დამატებით აუცილებელია მონაცემები მზღვევლის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების განაწილების პირობების შესახებ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3278 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/801.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/803.md
