---
title: "მუხლი 804. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/804"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "804"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 804. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 804 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/804

1. თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ მზღვეველმა მხოლოდ სადაზღვევო მოწმობის წარდგენის შემდეგ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა, მაგრამ მოწმობა დაიკარგა ან განადგურდა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მოითხოვოს შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო მოწმობა განსაკუთრებული წარმოების წესით ძალადაკარგულად გამოცხადდა.

2. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში დამზღვევს შეუძლია მზღვეველს მოსთხოვოს ასლი. ასლის გაცემის ხარჯებს გაიღებს დამზღვევი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/803.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/805.md
