---
title: "მუხლი 834. შეტყობინების ვალდებულება დაზღვეული ქონების გასხვისებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/834"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "834"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 834. შეტყობინების ვალდებულება დაზღვეული ქონების გასხვისებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 834 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/834

მზღვეველს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაზღვეული ქონების გასხვისების შესახებ. თუ შემძენმა ან გამსხვისებელმა აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა მზღვეველს, მაშინ იგი თავისუფლდება ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუკი სადაზღვევო შემთხვევა დადგა ორი კვირის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა მზღვეველს შეტყობინება მიღებული უნდა ჰქონოდა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/833.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/835.md
