---
title: "მუხლი 835. დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/835"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "835"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 835. დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 835 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/835

1. მზღვეველს უფლება აქვს ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით შეწყვიტოს სადაზღვევო ურთიერთობა შემძენთან. ხელშეკრულების მოშლის უფლება ძალას კარგავს, თუ მზღვეველმა არ ისარგებლა ამით ერთი თვის მანძილზე იმ მომენტიდან, როცა მან შეიტყო ქონების გასხვისების შესახებ.

2. შემძენს უფლება აქვს მოშალოს დაზღვევის ხელშეკრულება; მოშლა შეუძლია მას მხოლოდ დაუყოვნებლივ ან დაზღვევის მიმდინარე პერიოდის დამთავრებისათვის. მოშლის უფლება ქარწყლდება, თუ შემძენი შეძენიდან ერთი თვის ვადაში არ ისარგებლებს ამ უფლებით; ხოლო, თუ შემძენისათვის ცნობილი არ იყო დაზღვევის შესახებ, მაშინ მოშლის უფლება ძალაშია ერთი თვის გასვლამდე იმ მომენტიდან, როცა შემძენმა შეიტყო სადაზღვევო ურთიერთობის შესახებ.

3. თუ დაზღვევის ხელშეკრულება მოიშალა ამ წესების საფუძველზე, მაშინ გამსხვისებელი მოვალეა მზღვეველს გადაუხადოს სადაზღვევო შესატანი, მაგრამ არა იმაზე მეტი, რაც დაზღვევის პერიოდში უნდა გადაეხადა, ხელშეკრულების მოშლის მომენტის ჩათვლით; ამ შემთხვევაში შემძენი პასუხს არ აგებს სადაზღვევო შესატანის გადახდაზე. ბ ) დაზღვევა სხვა პირის სასარგებლოდ

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/834.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/836.md
