---
title: "მუხლი 843². მესამე პირისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/843-2"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "843^2"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 843². მესამე პირისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 843² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/843-2

1. თუ დაზღვეულ პირს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირს წარუდგინოს, ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი დაზღვეულ პირს ზიანს ის უნაზღაურებს.

2. მზღვეველს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირს წარუდგინოს მხოლოდ დაზღვეული პირისთვის ზიანის ანაზღაურების შემდეგ, ანაზღაურებული ზიანის ოდენობის ფარგლებში. თუ დაზღვეული პირი უარს იტყვის მესამე პირისთვის წარდგენილ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, მზღვეველი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან. საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1115 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/843-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/843-3.md
