---
title: "მუხლი 847. ანაზღაურების უფლების გადაცემა მესამე პირისათვის — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/847"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "847"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 847. ანაზღაურების უფლების გადაცემა მესამე პირისათვის — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 847 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/847

1. დამზღვევს შეუძლია დაგროვებითი დაზღვევისას სარგებლის მიღების უფლება გადასცეს მესამე პირს, ასევე შეუძლია მესამე პირი შეცვალოს სხვა პირით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მესამე პირს, რომელსაც აქვს სარგებლის მიღების უფლება, მისი განხორციელება შეუძლია მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თუ დამზღვევს სხვა მითითება არ გაუცია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/846.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/848.md
