---
title: "მუხლი 851. დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/851"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "851"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 851. დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 851 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/851

1. დამზღვევს შეუძლია მიმდინარე დაზღვევის პერიოდის დასრულებამდე ნებისმიერ დროს მოითხოვოს დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა სადაზღვევო შესატანებისაგან თავისუფალი ხელშეკრულებით.

2. თუ დამზღვევი ითხოვს ასეთ შეცვლას, მაშინ ამ მომენტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ან სარგებლის თანხის ადგილს იკავებს ისეთი თანხა, რომელიც შეესაბამება მზღვევლის მოვალეობას დაზღვეული პირის ასაკის გათვალისწინებით, თუ დაგროვებული პრემიების რეზერვი განიხილება, როგორც ერთჯერადი შესატანი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/850.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/852.md
