---
title: "მუხლი 853. იძულებითი აღსრულების შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/853"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "853"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 853. იძულებითი აღსრულების შედეგები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 853 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/853

1. თუ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება ხდება სადაზღვევო მოთხოვნის თაობაზე, ან სამართალწარმოება ხორციელდება დამზღვევის გაკოტრებასთან დაკავშირებით, მაშინ პირი, რომელიც კონკრეტულად დასახელებულია, როგორც სარგებლის მიმღები, უფლებამოსილია დაიკავოს დამზღვევის ადგილი დაზღვევის ხელშეკრულებაში. თუკი სარგებლის მიღების უფლების მქონე პირი მონაწილეობს ხელშეკრულებაში, მან უნდა დააკმაყოფილოს კრედიტორის ყველა მოთხოვნა ან უზრუნველყოს გაკოტრების მასა იმ თანხის ფარგლებში, რომელიც შეიძლებოდა მიეღო დამზღვევს მზღვევლისაგან დაზღვევის ხელშეკრულების მოშლისას.

2. თუ სარგებლის მიღების უფლების მქონე პირი არ არის დაინტერესებული სარგებლის მიღებით, ან არ არის სახელობით მითითებული, მაშინ ასეთ უფლებას იძენენ დამზღვევის მეუღლე და შვილები. V. უბედური შემთხვევის დაზღვევა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/852.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/854.md
