---
title: "მუხლი 860. ანგარიშის ამონაწერების მიცემის ვალდებულება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/860"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "860"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 860. ანგარიშის ამონაწერების მიცემის ვალდებულება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 860 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/860

1. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებათა შესახებ აწარმოოს საბუღალტრო წიგნი.

2. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიაწოდოს ანგარიშის მფლობელს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ (ანგარიშის ამონაწერები); ხოლო ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობისა და კრედიტ-დებეტის საბუღალტრო ჩანაწერების შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/859.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/861.md
