---
title: "მუხლი 863. საიდუმლოების დაცვის ვალდებულება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/863"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "863"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 863. საიდუმლოების დაცვის ვალდებულება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 863 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/863

1. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ანგარიშთან დაკავშირებული და სხვა ისეთი ფაქტების საიდუმლოება, რომლებიც ცნობილი გახდა მისთვის ანგარიშის მფლობელთან საქმიანი ურთიერთობისას, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც კანონითაა გათვალისწინებული, ან, თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას, რომლითაც არ ილახება ანგარიშის მფლობელის ინტერესები.

2. საკრედიტო დაწესებულების ეს მოვალეობა ძალაშია ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/862.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/864.md
