---
title: "მუხლი 864. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების შეწყვეტა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/864"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "864"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 864. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების შეწყვეტა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 864 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/864

1. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ორივე მხარის მიერ ნებისმიერ დროს.

2. საკრედიტო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ისე შეწყვიტოს საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება, რომ ანგარიშის მფლობელმა სხვაგვარად შეძლოს საანგარიშსწორებო მომსახურების მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი შეწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს ან საკრედიტო დაწესებულების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა კანონით არის განსაზღვრული. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის  კანონი №4463 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/863.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/865.md
