---
title: "მუხლი 871. ხელშეკრულების შეწყვეტა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/871"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "871"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 871. ხელშეკრულების შეწყვეტა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 871 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/871

1. თუ კრედიტისათვის შეთანხმებულია მყარი საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდისათვის, მაშინ კრედიტის ამღებს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუკი საპროცენტო ვალდებულება მთავრდება დაბრუნებისათვის განსაზღვრულ ვადამდე და საპროცენტო განაკვეთის შესახებ რაიმე ახალი შეთანხმება არ არის დადებული. შეწყვეტის ვადა შეადგენს ერთ თვეს.

2. თუ კრედიტის ამღები მომხმარებელია და კრედიტი არ არის უზრუნველყოფილი იპოთეკით, მაშინ შეწყვეტის უფლება წარმოიშობა კრედიტის აღებიდან ექვსი თვის შემდეგ. შეწყვეტის ვადა კი შეადგენს სამ თვეს.

3. ათი წლის გასვლის შემდეგ შეწყვეტის უფლება არსებობს ნებისმიერ შემთხვევაში. შეწყვეტის ვადა შეადგენს ექვს თვეს.

4. მოვალეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით აღებული სესხი შეწყვეტის სამთვიანი ვადის დაცვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/870.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/872.md
