---
title: "მუხლი 889. გარანტის ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/889"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "889"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 889. გარანტის ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 889 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/889

1. გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება: ა ) ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია; ბ ) გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა; გ ) ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და მათი გარანტისათვის დაბრუნებისას.

2. გარანტმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა გარანტიის შეწყვეტის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის თაობაზე პრინციპალს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/888.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/890.md
