---
title: "მუხლი 904. თავდებობის ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძვლები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/904"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "904"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 904. თავდებობის ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძვლები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 904 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/904

I. თუ თავდები იკისრებს თავდებობას ძირითადი მოვალის დავალებით, ან თუ დავალების გარეშე სხვისი საქმეების წარმართვის წესების შესაბამისად თავდებობის გამო მიენიჭება რწმუნებულის უფლებები ძირითადი მოვალის მიმართ, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს თავდებობისაგან განთავისუფლება, თუ: ა) ძირითადი მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა; ბ) თავდებობის დადგენის შემდეგ ძირითადი მოვალისაგან გადახდევინება არსებითად გაძნელდა საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის შეცვლის გამო; გ) კრედიტორს თავდების წინააღმდეგ აქვს შესრულებაზე სააღსრულებო წარწერის მქონე დოკუმენტი.

2. თუ ძირითადი ვალდებულებების შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მოვალეს შეუძლია განთავისუფლების ნაცვლად მისცეს თავდებს უზრუნველყოფა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/903.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/905.md
