---
title: "მუხლი 911. ცნება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/911"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "911"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 911. ცნება — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 911 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/911

1. თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას ჰპირდება, მაშინ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს გადახდა დაპირების თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლება არ ჰქონდა.

2. გაცემულ დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა შეიძლება დამოკიდებული გახდეს სპეციალური ფორმის დაცვაზე, რომლის შესახებაც მიეთითება დოკუმენტში. ხელმოწერა შეიძლება შესრულდეს ტექნიკურად შესაძლებელი ნებისმიერი გზით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/910.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/912.md
