---
title: "მუხლი 913. უფლებათა გადასვლის წესი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/913"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "913"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 913. უფლებათა გადასვლის წესი — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 913 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/913

1. დოკუმენტში მოცემული უფლება გადადის მოძრავი ნივთის გადაცემისათვის დადგენილი წესების მიხედვით. იგი შეიძლება გადაიცეს ასევე მესამე პირთან დადებული ხელშეკრულებით.

2. მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლება პირი, რომელიც შეიძენს რაიმე გზით დაკარგულ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი დოკუმენტის შეძენისას მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/912.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/914.md
