---
title: "მუხლი 914. ემიტენტის უფლებები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/914"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "914"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 914. ემიტენტის უფლებები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 914 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/914

1. ემიტენტს შეუძლია შეედავოს ნებისმიერ მფლობელს, რომ ფასიანი ქაღალდი მას არ გაუცია. გარდა ამისა, მას შეუძლია წაუყენოს მფლობელს ნებისმიერი შესაგებელი, რომელიც დოკუმენტიდან გამომდინარეობს.

2. თუ ემიტენტი დოკუმენტის ხელმოსაწერად იყენებს ტექნიკურ საშუალებას, მას არ შეუძლია მფლობელთან თავი იმართლოს იმით, რომ არ ჰქონდა ამ საშუალების გამოყენების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა გაყალბების შესახებ, ან მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.

3. თუ დოკუმენტი მფლობელს საკუთრებაში გადაეცა, ემიტენტს არ შეუძლია, დაუპირისპიროს მას შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს ადრინდელ მფლობელთან მისი უშუალო ურთიერთობებიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემდგომი მფლობელი დოკუმენტის შეძენისას შეგნებულად მოქმედებდა ემიტენტის საზიანოდ.

4. თუ შესაგებელი არ გამომდინარეობს უშუალო ურთიერთობებიდან, იგი შეიძლება წარედგინოს მხოლოდ იმ მფლობელს, რომელმაც დოკუმენტზე საკუთრება მოიპოვა გასხვისების გზით და მისი შეძენისას მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/913.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/915.md
