---
title: "მუხლი 915. ემიტენტის მოვალეობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/915"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "915"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 915. ემიტენტის მოვალეობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 915 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/915

1. ემიტენტი მოვალეა შეასრულოს თავისი ვალდებულება მხოლოდ მაშინ, თუ მას გადასცემენ ფასიან ქაღალდს.

2. მოვალე, რომელიც ასრულებს ვალდებულებებს დოკუმენტის მფლობელის წინაშე, თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ ის არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, და შესაძლებლობა აქვს დაამტკიცოს მფლობელის არაკეთილსინდისიერება.

3. მოვალე, რომელიც განთავისუფლდება თავისი ვალდებულებებისაგან დოკუმენტის მფლობელის წინაშე, იძენს საკუთრებას მისთვის ჩაბარებულ დოკუმენტზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/914.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/916.md
