---
title: "მუხლი 918. ფასიანი ქაღალდის გამოცხადება ძალადაკარგულად — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/918"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "918"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 918. ფასიანი ქაღალდის გამოცხადება ძალადაკარგულად — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 918 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/918

1. დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდი შეიძლება სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადოს, თუ დოკუმენტი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

2. ემიტენტი ვალდებულია ადრინდელ მფლობელს მოთხოვნისამებრ მიაწოდოს ცნობები, რომლებიც აუცილებელია სასამართლოში ფასიანი ქაღალდის ძალადაკარგულად გამოცხადების საქმის განხილვისა და გადახდის აკრძალვისათვის; ასევე ვალდებულია გასცეს შესაბამისი მოწმობა. მოწმობის გაცემის ხარჯებს წინასწარ იხდის ადრინდელი მფლობელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/917.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/919.md
