---
title: "მუხლი 925. გადახდა თანამიმდევრული ინდოსამენტების არსებობისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/925"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "925"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 925. გადახდა თანამიმდევრული ინდოსამენტების არსებობისას — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 925 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/925

1. თანამიმდევრული ინდოსამენტების მეშვეობით დადასტურებული საორდერო ფასიანი ქაღალდის მფლობელს შეუძლია ხელმოწერილი დოკუმენტის ჩაბარების სანაცვლოდ მოითხოვოს გადახდა დაპირების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლებამოსილება არა აქვს.

2. გადახდა არაუფლებამოსილი პირისათვის, რომელმაც თავისი უფლება დაადასტურა თანამიმდევრული ინდოსამენტების მეშვეობით, ათავისუფლებს მოვალეს, თუ იგი არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

3. მოვალე, რომელმაც შეასრულა თავისი მოვალეობა ინდოსატარის წინაშე, ხდება მისთვის გადაცემული დოკუმენტის მესაკუთრე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/924.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/926.md
