---
title: "მუხლი 929¹. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ცნება და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/929-1"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "929^1"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 929¹. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ცნება და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 929¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/929-1

1. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით. მისი ბრუნვა და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. ემიტენტს უფლება აქვს, დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის მფლობელს წარუდგინოს მხოლოდ ისეთი შესაგებელი, რომელიც ამ ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარეობს.

3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 30 წელი შესაბამისი ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომიდან. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ. თავი ოცდამეხუთე ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/929.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/930.md
