---
title: "მუხლი 931. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფორმა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/931"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "931"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 931. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფორმა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 931 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/931

1. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად.

2. თუ ხელშეკრულება დადებულია წერილობით, მაშინ იგი უნდა შეიცავდეს: ა ) მონაწილეთა დასახელებასა და მისამართს; ბ ) მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ; გ ) მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს; დ ) მართვის ორგანოთა სტრუქტურასა და ფუნქციებს; ე ) მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესსა და პირობებს; ვ ) ხელშეკრულებიდან გასვლის წესს; ზ ) საქმიანობის ხანგრძლივობას; თ ) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/930.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/932.md
