---
title: "მუხლი 937. მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/937"
law: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"
article: "937"
identifier: "786"
adopted: "1997-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 937. მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 937 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/937

1. ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

2. ერთობლივი საქმიანობის მონაწილეები ვალდებულნი არიან არ გაახმაურონ ამ საქმიანობის შედეგად მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/936.md
Next article: https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/938.md
